weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა 4 600 000 ლარი შეადგინა

11:23 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

2017 წელს გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 8 651 243 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო დანაშაულის ნიშნების შემცველი 515 ფაქტი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, ჯარიმის სახით ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

2017 წელს დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 1737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1397 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 34%-ს შეადგენს.

საერთო სტატისტიკის 22%-ია წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 2521 ფაქტი და 16% ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 1817 ფაქტი.

გარემოსდაცვისითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407 ფაქტი და თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის 1078 ფაქტი გამოავლინეს. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]